„დალასთან“ მატჩამდე „ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი კარიერის მანძილზე თამაშიდან ჩაგდებული ბურთების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს ოდენ 10 ზუსტი ტყორცნით ჩამორჩებოდა.
მაიკლმა 12 192 ბურთი ჩააგდო. ლებრონმა დასახული გეგმა გადაჭარბებით შეასრულა და „დალასს“ თამაშიდან 14-ჯერ ჩაუგდო. ჯამში მისმა მონაგარმა 35 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი შეადინა, „ლეიკერსმა“ კი 129:114 იმარჯვა.
ლებრონმა ჯორდანდ კი გადაუსწრო, თუმცა ყველა დროის საუკეთესო მექულეობამდე ჯერ კიდევ შორია. პირველი სტრიქონი აბდულ-ჯაბარს უკავია, ლებრონი ოდენ მეოთხეა, მაიკლ ჯორდანი კი, შესაბამისად, მეხუთეობამდე დაქვეითდა.
ხუთეული კი ასეთია:
ქერიმ აბდულ-ჯაბარი 15,837
კარლ მელოუნი 13,52
უილტ ჩემბერლენი 12,681
ლებრონ ჯეიმსი 12,197
მაიკლ ჯორდანი 12,192
დავძინოთ, რომ ამ ხუთეულიდან მოქმედი მოთამაშე მხოლოდ ლებრონია.