კაცი, რომელმაც შეცვალა კალათბურთი და ის ჭეშმარიტად საერთაშორისო ბრენდად აქცია – ნბა-ს ყოფილი კომისარი დევიდ სტერნი ახალი წლის პირველ დღეს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. იქამდე, 12 დეკემბერს, სტერნმა ინსულტი გადაიტანა. დევიდ სტერნი მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფუნქციონერი იყო.
სტერნი ნბა-ს საჭესთან 30 წლის განმავლობაში იდგა. მისი მმართველობის პერიოდში გაჩნდა დრაფტ-ლატარეა, დაწესდა დრეს-კოდი კალათბურთელებისთვის, დაიწყო აქტიური ბრძოლა მოთამაშეთა შორის ფესვგადგმულ ნარკომანიასთან.
2014 წელს დევიდ სტერნი კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.