სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ხმათა საერთო რაოდენობის 13,11პროცენტით საუკეთესოს ტიტული „ბარსელონას“ ლიდერმა ლეო მესიმ დაისაკუთრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა წლეულს მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.

მეორე ადგილზე კენიელი მორბენალი ელიუდ კიპჩოგე გავიდა. მას გამოკითხულთა 12,1პროცენტმა მისცა ხმა. მესამე ადგილზეა უბერებელი ესპანელი რაფაელ ნადალი (9,38). მეოთხეზე კიდევ ერთი სუპერფეხბურთელია – კრიშტიანუ რონალდუს პირველობას მწერალ ჟურნალისტთა 7,98პროცენტმა მისცა ხმა. საუკეთესოთა ათეულშია „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი – ჰოლანდიელის 5,29 პროცენტმა მხოლოდ მეექვსე ადგილისთვის იკმარა.

კლუბებს შორის საუკეთესოდ „ლივერპული“ ცნეს, რომელმაც წლეულს ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. იურგენ კლოპის გუნდს ხმების 30 პროცნტზე ოდნავ მეტი ერგო.

მეორე ადგილზეც საფეხბურთო გუნდია – აშშ-ის ქალთა ნაკრებმა ეს პატივი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით ირგუნა, თუმცა კი ინგლისელ მამაკაც კოლეგებს თითქმის ორჯერ ჩამორჩა (ხმების 17 პროცენტი). მესამეზე სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებია (14 პროცენტი).