გერმანიის ნაკრებისა და „ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მამა გახდა.
ტერ შტეგენის მეუღლემ, მშვენიერმა დანიელა იელემ 28 დეკემბერს იმშობიარა.
ქვეყანას მოევლინა პატარა ბენ ტერ შტეგენი.
როგორც წესი ცნობილი ადამიაანები თავიანთი შვილების ფოტოებს მალავენ.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს კი პირიქით, სურდა თავისი სიხარული ყველასთვის გაეზიარებინა და ახალშობილის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ეს ჩვენი ცხოვრების დაუვიწყარი დღეა”, — მიაწერა ტერ შტეგენმა სურათს.