ანტუან გრიზმანი „ბარსელონას” ვარჯიშების გრაფიკით უკმაყოფილო იყო. გუშინ, ფრანგმა ვარსკვლავმა „ტვიტერზე” დაწერა:

„ჩვენ 6 საათზე ვვარჯიშობთ, მაშინ როდესაც კლუბმა გამოაცხადა, რომ 6:30-ზე „პალაუ ბლაუგრანაში” კალათბურთის „ელ კლასიკოა”, „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს”.

თავის „ტვიტს” მსოფლიოს ჩემპიონმა ბევრი  მოწყენილი ემოჯიც დაურთო.

ანტუან გრიზმანი კალათბურთის ცნობილი ფანია.

„ბარსას” კალათბურთელმა ალექს აბრინესმა ფეხბურთელს ხუმრობით უპასუხა: „ჰოდა შენც ნუ წახვალ ვარჯიშზე”.

მაგრამ, გრიზმანს ვარჯიშის გაცდენა არ გამოუვიდა. „ბლაუგრანას” ფეხბურთის გუნდში სულ რამდენიმე მოთამაშეს მისცეს არდადეგების გახანგრძლივების საგანგებო ნება. ესენი იყვნენ მესი, სუარესი და ვიდალი.

კალათბურთის „ბარსელონამ” კი „რეალს” გრიზმანის მხარდაჭერის გარეშეც მოუგო 83:63.

აქვე გთავაზობთ ბოსტონში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ანტუან გრიზმანი თავის საკალათბურთო ოსტატობას აჩვენებს.