არტურო ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და არა იმიტომ, რომ ვერ თამაშობს, არამედ – საუკეთესო ფორმაშია. ეს ერთგვარად პარადოქსია, თუ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თავად კლუბში დარჩენა უნდა, რატომ უნდა გაუშვან? „ბარსელონას“ შემადგენლობაში ბევრი ვარსკვლავია და სათამაშო დრო ყველას უნდა. ამას თავად ჩილელიც ხედავს, გრძნობს და განიცდის…

ვიდალს დიდებული სეზონი აქვს, ლა ლიგაში სულ 524 წუთი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

საშუალო სტატისტიკური მონაცემით ის ყოველ 105 წუთში ერთხელ იტანს და, ამ შედეგით, „ბარსელონას“ სამ თავდამსხმელ-ვარსკვლავს – მესი, სუარესი, გრიზმანი – ჩამორჩება.

ასე თუ გააგრძელა, ამ სეზონში 10 ან 11 გოლს გაიტანს და ეს „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იქნება. ამ დროის განმავლობაში საუკეთესო 2012-13 წლებში ფაბრეგასი იყო – 11 გოლით.

2010-ში ხავიმ 10 გოლი გაიტანა.

ვიდალი კი, ამ შედეგს თუ დააფიქსირებს, ბოლო ხუთ წელიწადში პირველობას არავის დაუთმობს.

თანაც, გავითვალისწინოთ მოედანზე გატარებული დრო.

ვალვერდე ჩილელის ფასს აცნობიერებს და არ უნდა რომ იანვარში ის დაკარგოს. ფეხბურთელს სათამაშო პროექტიც სჭირდება, რითაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს. მისი შეძენით მილანის „ინტერია“ დაინტერესებული, თუმცა იტალიელები ჩემპიონთა ლიგას უკვე დაემშვიდობნენ.

ამ ტრანსფერისთვის ველოდებით დიდ თანხას (რათა „ბარსელონა“ მის გაშვებას დათანხმდეს), დიდ პროექტსა და მეტ სათამაშო დროს…