„ჩელსის” „რეალმა” ისკოს ყიდვა შესთავაზა. მადრიდელები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა „ტოტენჰემ ჰოთსპურისგან” კრისტიან ერიკსენის გამოსასყიდი ფული იშოვნონ.

„რეალი” ისკოს 44 მილიონ გირვანქას ანუ 51,5 მილიონ ევროს აფასებს. ერიკსენი კი 50 მილიონი გირვანქა ანუ 58,5 მილიონი ევრო ღირს.

ინგლისური მას მედია წერს, რომ 27 წლის ისკო ზინედინ ზიდანის ხელში „თეთრების” ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი ვერ გახდა. თავის  მხრივ „ლურჯების” თავკაცი ფრენკ ლემპარდი ამბობს, რომ იანვარში გაძლიერება სჭირდება. დასავლეთ ლონდონელებს ბაზარში წასაღებად 150 მილიონი გირვანქა ანუ 175,5 მილიონი ევრო ჰქონიათ.

ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულს თურმე „მანჩესტერ სიტიც” მსუნაგი თვალით უყურებს.