2019-20 წლების სეზონში რეალის გულშემატკივრები ფედე ვალვერდეს „დეპორტივოდან“ დაბრუნებას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ძირითადად იმიტომ, რომ არ ენდობოდნენ.

მადრიდისტებმა მისი მთავარი პრობლემა კარგად იცოდნენ – პოზიციური თამაში. ახალგაზრდა ურუგვაელს, მოედანზე თითქოს თავისი თავის პოვნა უჭირდა.

ზიდანის ხელში მას მეორე სუნთქვა გაეხსნა და დღეს ძირითადი შემადგენლობა მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

ის ბიჭი, რომელსაც მოედანზე პოზიციური თამაში ნაკლებად შეეძლო სადღაც გაქრა და ერთობ თავდაჯერებულ ფეხბურთელს ვხედავთ.

პატარაობიდანვე მისი ტალანტი ეჭვს არ იწვევდა და მის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ჯუნი კალაფატს მიუძღვის, ადამიანს, რომელმაც მასში მომავალი ვარსკვლავი პირველმა დაინახა.

დღეს ვალვერდეს გამოჩენას „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნები ოვაციებით ხვდებიან.

რაც დრო გადის, ლუკა მოდრიჩის კარიერა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიემართება. ზიდანიც, როგორც ჩანს, მის შემცვლელად სწორედ ვალვერდეს განიხილავს. მას ხშირად ათიანის ან რვა ნომრის პოზიციაზე აყენებს და თავისუფლებას აძლევს. როდესაც კაზემირო გუნდს ვერ ეხმარებოდა, მისი პოზიცია ურუგვაელმა დაიკავა, პსჟ-თან შეხვედრაში კი მარჯვენა ფრთაზეც გადაინაცვლა.

ზიდანმა მას პოზიციური თამაშის არტახები მოუხსნა და თავისუფლება მისცა. სწორედ ეს აღმოჩნდა წამალი, რითაც ფედემ თავი გამოავლინა. ახლა ის ფეხბურთელია, რომელიც ფრანგი სპეციალისტის დიდ ნდობას იმსახურებს.

ზიდანი კი ჩვენ გაოცებას არ წყვეტს.