გიორგი შერმადინი გულშემატკივრის გაოცებას აგრძელებს. ქართველი ცენტრი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.
30 წლის კალათბურთელმა თავი ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატში გამოიჩინა. „გრან კანარიას“ წინააღმდეგ მატჩში „ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა ყველაზე მეტი – 32 ქულა ჩააგდო, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
100:79 მოგებულ მატჩში შერმადინი MVP გახდა. მის გარდა, კიდევ ერთმა ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ, თანაც შერმადინის წინააღმდეგ ითამაშა და 12 ქულასთან ერთად თითო მოხსნა და პასი მიითვალა.
ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, შერმადინი სეზონის MVP-ის  კანდიდატთა შორისაა. ამ ეტაპისთვის მას მხოლოდ „ბარსელონას“ ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი უსწრებს.
9 მოგებითა და 5 მარცხით „ტენერიფეს“ 18 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს, ბურჯანაძის გუნდი კი ცხრილში მე-12 ადგილზეა.