აბა, დიეგო მარადონას სიგიჟეები ვის უკვირს. ეს კაცი თავის სამყაროში ცხოვრობს და ხანდახან ისეთებს იტყვის ხოლმე, თმები ყალყზე დაგიდგება კაცს, თუმც განსაკუთრებული ქარიზმაც რომ აქვს, არავინ დაობს.
ახლახან მან არგენტინულ სპორტულ არხის – TYC Sports მისცა ინტერვიუ, სადაც თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე ისაუბრა.
მაგალითად, კითხვაზე, სჯერა თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების, უპასუხა:
– ერთხელ ბევრი დავლიე და შინ სამი დღე არ ვყოფილვარ. როცა დავბრუნდი, ვთქვი, რომ უცხოპლანეტელებმა მომიტაცეს. დიახ, ეს გატაცება იყო, მაგრამ რაც მოხდა, იმას ვერ მოგიყვებით, მეთქი…
– როდის დავკარგე ვაჟიშვილობა? 13 წლისამ. ეს სარდაფში მოხდა. ის გოგონა ჩემზე გაცილებით უფროსი იყო. მე ზემოდან ვიყავი, ის კი გაზეთს კითხულობდა…
დიეგომ, რომელიც ამჟამად არგენტინული „ხიმნასია ესგრიმას“ მწვრთნელია, ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბევრჯერ წინა ღამის უძინარი გასულა მინდირზე. ხოლო პირველი ხელფასით დედა დაპატიჟა პიცერიაში.
კითხვაზე, ვის დაპატჟებდა სავახშმოდ იახტაზე, კარლოს ტევესს, მესის და გაბრიელ ჰაინცესო, უპასუხა დიდმა არგენტინელმა.