იაპონიის დედაქალაქში ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული სტადიონი, რომელიც უმასპინძლებს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიალს.

სტადიონი 68 ათას ადამიანზეა გათვლილი და ასევე მიიღებს შეჯიბრებებს მძლეოსნობასა და ფეხბურთში.

ეროვნულ სტადიონს მდიდარი ისტორია აქვს და ტოკიოს ერთ-ერთი სიმბოლოა. 1964 წელს სწორედ ის იყო ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა.

2020 წლისთვის ისტორიულ სტადიონს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტის დიზაინი შექმნა არქიტექტორმა კენგო კუმამ, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკოლოგიურობას.

ეროვნული სტადიონის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე. განახლებულ სტადიონზე პირველი ასპარეზობები გაიმართება 1 იანვარს, როდესაც იქ ფეხბურთში იმპერატორის თასი გათამაშდება.

წილი
წინა სტატიატაკუმი ენფილდზე
შემდეგი სტატიაიმედის საიმედო მეკარე
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.