შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც 8 წყვილი შედგა. ისეთი თამაშები გველის, თვალი უკეთესს რას ნახავს… თავად შეაფასეთ:
ატალანტა – ვალენსია, ატლეტიკო – ლივერპული, ჩელსი – ბაიერნი, დორტმუნდი – პსჟ, ლიონი – იუვენტუსი, ნაპოლი – ბარსელონა, რეალი – სიტი, ტოტენჰემი – ლაიპციგი
პირველი მატჩები 18-19 და 25-26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 10-11 და 17-18 მარტს.
იქვე დაწყვილდნენ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალისტები. გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ მეტოქედ იტალიურ „რომა“ ერგო. ძლიერი მეტოქე შეხვდა დავით ხოჭოლავას „შახტარსაც“ – „ბენფიკა“. დანარჩენები კი, აგერ:
აპოელი (კვიპროსი) – ბაზელი (შვეიცარია)
კლუჟი (რუმინეთი) – სევილია (ესპანეთი)
კოპენჰაგენი (დანია) – სელტიკი (შოტლანდია)
ლევერკუზენი (გერმანია) – პორტუ (პორტუგალია)
ხეტაფე (ესპანეთი) – აიაქსი (ჰოლანდია)
სპორტინგი (პორტუგალია) – ბასაკშეჰირი (თურქეთი)
ვულვზი (ინგლისი) – ესპანიოლი (ესპანეთი)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) – არსენალი (ინგლისი)
ალკმაარი (ჰოლანდია) – ლასკ ლინცი (ავსტრია)
ბრიუგე (ბელგია) – მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი) – ინტერი (იტალია)
აინტრახტი (გერმანია) – ზალცბურგი (ავსტრია)
შახტარი (უკრაინა) – ბენფიკა (პორტუგალია)
ვოლფსბურგი (გერმანია) – მალმიო (შვედეთი)
რომა (იტალია) – გენტი (ბელგია)
რეინჯერსი (შოტლანდია) – ბრაგა (პორტუგალია)
მატჩები 20 და 27 თებერვალს გაიმართება.
ფინალი 27 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკის სტადიონზე გაიმართება.