თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე და მეშვიდე ტურის მატჩები. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „პეგასი” და „სამტრედია”, რომელთაც 6 ქულა ჰქონდათ და როგორც თანაბარქულიანებს თითქოს ბრძოლაც თანაბარი უნდა გაემართათ, მაგრამ „პეგასმა” იოლად გაიმარჯვა — 38:27.
„გორისა” და წყალტუბოს „პრომეთეს” შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა 14:14. მეორე ტაიმიც ფრიად დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ გორელებმა იძალეს — 30:29.
მეორე დღეს, „პეგასმა” მოუგო „პრომეთეს” — 28:23, ხოლო „გორმა” 39:36 დაამარცხა „სამტრედია”. პირველი წრე 17-18 დეკემბერს ქუთაისში დასრულდება.
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ქუთაისი | 5 | 5 | 0 | 0 | 223:161 | 10 |
პეგასი | 7 | 5 | 0 | 2 | 225:203 | 10 |
BSB ბათუმი | 5 | 4 | 0 | 1 | 188:131 | 8 |
იმედი-სტუ | 5 | 3 | 0 | 2 | 131:116 | 6 |
სამტრედია | 7 | 3 | 0 | 4 | 218:246 | 6 |
გორი | 7 | 3 | 0 | 4 | 219:264 | 6 |
სპორტუნი | 5 | 1 | 0 | 4 | 108:137 | 2 |
წყალტუბო | 7 | 0 | 0 | 7 | 163:232 | 0 |