თელავსა და სამტრედიაში ეროვნული ლიგა დაბრუნდა!

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორივე ქალაქს გუნდები იმ დროს გაუვარდათ, როდესაც მთავარ ქართულ ლიგას უმაღლესი ერქვა და და ახლა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ.

თელაველებს შინ 1:0 ჰქონდათ მოგებული, რუსთავში ჩასულებმა კი მესამე წუთზევე გაუშვეს ბურთი, რაც ნიშნავდა, რომ ამ წყვილში ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა მასპინძელთა სიხარულმა სულ რამდენიმე წუთს გასტანა მე-15 წუთზე გიორგი ლაცაბიძემ საკუთარ კარში გაიტანა და რუსთაველები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ტაიმის დასრულებამდე 12 წუთით ადრე კი თელაველები წინ გავიდნენ და ცხადი შეიქნა, რომ ამ წყველში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

ამგვარად, თელავის გუნდი 2007 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ეროვნულ ლიგაში! ოღონდ აქაც დავაზუსტოთ, რომ ის გუნდი, რომელიც უმაღლესი ლიგიდან 12 წლის წინ გავარდა, სხვა გუნდი იყო, “კახეთი” ერქვა და ახლანდელი “თელავი” მისი სამართალმემკვიდრე არ არის.

ინტრიგა კიდევ უფრო იოლად მოკვდა სამტრედიაში, სადაც ბოლნისური უგოლო ფრის მერე, სამტრედიელებმა სიონს 4:1 მოუგეს. 2016 წლის ჩემპიონი ეროვნულ ლიგაშინ ისევ ითამაშებს.