გუშინ, მანჩესტერულმა დერბიმ მორიგი რასისტული გამოხდომების და გარჩევების ფონზე ჩაიარა — „იუნაიტედმა” „სიტის” „ეტიჰედზე” 2:1 მოუგო. ამჯერად, რასისტი ფანების შეურაცხყოფის ობიექტები „იუნაიტედის” მოთამაშეები იყვნენ.

კერძოდ, „სიტის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს, მათ რიცხვში ფრედს მაიმუნივით დაუწყო გამოჯავრება. სხვებმა კუთხურის ჩასაწოდებლად მისულ ფეხბურთელს სხვადასხვა საგნების სროლა დაუწყეს.

„მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბისთვის პრობლემის შესახებ ცნობილია და მზადაა რეგიონულ პოლიციასთან ერთად ჩაატაროს გამოძიება, რათა დამნაშავეების გვარ-სახელები შეიტყოს. ისინი უნდა გამოვლინდნენ და ფეხბურთიდან სამუდამოდ მოიკვეთონ.

მატჩის შემდეგ, ვეტერანმა ვარსკვლავმა და ტელემიმომხილველმა, გარი ნევილმა ყველაფერი ბრიტანეთის პრემიერმინისტრსა და კონსერვატუული პარტიის ლიდერ ბორის ჯონსონს დააბრალა.

ლონდონის ყოფილმა მერმა თავის დროზე მუსლიმი ქალები (ალბათ ჩაცმულობის გამო) თურმე საფოსტო ყუთებს მიამსგავსა და თქვა, რომ ისლამოფობია ისეთივე ბუნებრივი რამ არის, როგორც როგორც ბანკის მძარცველთა სიძულვილი. გარდა ამისა, პოლიტიკოსს აფრიკული წარმოშობის ხალხისთვის სხვადასხვა შეურაცხყოფაც მიუყენებია, უთქვამს რა, რომ მათ „საზამთროს ღიმილი” აქვთ და ცნობილი ამერიკული შეურაცმყოფელი სიტყვა „პიკანინიც” გამოუყენებია.

გარი ნევილის გარდა ინგლისურ საზოგადოებაში რასიზმის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს ჯეიმი რედნაპმა და სხვა მიმომხილველებმა, თუმცა ამაზე დეტალურად აღარ შევჩერდებით.

შეხვედრაში ანგარიში „იუნაიტედის” მოთამაშემ მარკუს რეშფორდმა 23-ე წუთზე პენალტით გახსნა, 29-ზე კი ანტონი მარსიალმა მეორე შეაგდო. 85-ე წუთზე სხვაობა ნიკოლა ოტამენდიმ შეამცირა.