რუსეთის სპორტის მიმართ შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელსაც 9 დეკემბერს პარიზის სხდომაზე მიიღებენ, სავალდებულო იქნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC).

„ის გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება. ოლიმპიურ ქარტიაში საუბარია ანტისადოპინგო კოდექსის აღიარებაზე, ასე რომ, თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ ანტისადოპინგო კოდექსის შესაბამისად, მაშინ ის სავალდებულო იქნება IOC-თვის.
შესაძლო მოვლენებთან დაკავშირებით სპეკულირებას არ დავიწყებ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელსაც WADA 9 დეკემბერს მიიღებს, ყველა დეტალი არ ვიცი. ჩვენ მას უნდა დაველოდოთ. ვიმედოვნებ, WADA განმარტავს, რაზე და რა მიზეზებით გავრცელდება მათი საბოლოო გადაწყვეტილება,” – განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

რუსეთის სპორტის მესვეურნი ეჭვმიტანილნი არიან წლის დასაწყისში WADA-ში გაგზავნილ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა მანიპულირებაში.

მონაცემთა ბაზის გაყალბების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთს 4 წლით აეკრძალოს საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობა. ასევე საუბარია იმაზე, რომ მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუს სპორტსმენებს ქვეყნის დროშით ასპარეზობა იგივე ვადით აეკრძალებათ, ნეიტრალური სტატუსით კი დაუშვებენ მხოლოდ „სუფთა” სპორტსმენებს.

რუსეთი ეჭვმიტანილია წლის დასაწყისში WADA-ში გაგზავნილ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა მანიპულირებაში.

მონაცემთა ბაზის გაყალბების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთს 4  წლით  აეკრძალოს საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობა. ასევე საუბარია იმაზე, რომ მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუს სპორტსმენებს ქვეყნის დროშით ასპარეზობა იგივე ვადით აეკრძალებათ, ნეიტრალური სტატუსით კი დაუშვებენ მხოლოდ „სუფთა”  სპორტსმენებს.

 

წილი
წინა სტატიასაფოსტო ყუთების ამბავი
შემდეგი სტატიავითომ ჯორდი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...