არავინ დავობს, რომ ლიონელ მესი ეპოქალური მოვლენაა და მისი მხილველნი განმსჭვალულნი მხოლოდ მადლიერების გრძნობით უნდა ვიყოთ – ვუყურებთ, ვხედავთ, გვიხარია.

გასაგებია, რომ არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი (36 გოლი)  გახდა, როგორც ჩემპიონთა ლიგის (12 გოლი), თუმც, მის ოპონენტს, ცენტრალურ მცველ ვირჯილ ვან დაიკს კონკურენციის გაწევა როგორ შეეძლო?

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო (ნახევარფინალში მესის „ბარსელონა“ გააგდო) და პრემიერლიგაში 97 ქულა მოიპოვა… მხოლოდ ერთი ხელი გვეყოფა, რომ გავიხსენოთ უფრო მეტი ქულით ინგლისის პირველობა ვის დაუსაკუთრებია.

ადრევე ვიცოდით, რომ France Football-ის თანამშრომლები მესისთან ჩავიდნენ და დეტალები წინასწარ მოაგვარეს.

გვესმის, რომ ლეო ფენომენალური მოვლენაა, მაგრამ წლის საუკეთესო არა ტალანტით, არამედ მიღწეული შედეგით გამოვლინდება.

წინა სეზონში ვან დეიკს ფეხბურთელი ვერ გაცდა.

გასაგებია, რომ ვირჯილი სეზონში 52 გოლს ვერ გაიტანდა.

ჰოლანდიელს მეტი რა შეეძლო გაეკეთებინა?

ვულოცავთ მესის, თანავუგრძნობთ ვან დაიკს…

ოქროს ბურთის ნომინანტთა ათეული კი ასეთია:

ალისონ ბეკერი, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); კილიან მბაპე (პსჟ); რიად მაჰრეზი, ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი); რობერტ ლევანდოვსკი ( მიუნხენის ბაიერნი); კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი); ლიონელ მესი (ბარსელონა); ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული).

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი, იუვენტუსის ცენტრალური მცველი, მატიის დე ლიხტი გახდა…