სერია A-ს მეთოთხმეტე ტური უიღბლო გამოდგა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ ტურინის „იუვენტუსისთვის“. მაურისიო სარის შეგირდებმა აშკარად დაუგეგმავი ქულები დაკარგეს, რაც სატურნირო ცხრილში ლიდერობიდან ჩასაჩოჩებლადაც საკმარისი გამოდგა.

მატჩის შემდეგ, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი კარგ ხასიათზე რომ ვერ იქნებოდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. სარიმ, მთავარ დამნაშავედ ტურინელთა ლეგენდა ჯიჯი ბუფონი გამოაცხადა. „სასუოლოსთან“ მატჩში, სარიმ გუნდის კარის უსაფრთხოება სწორედ 41 წლის ვეტერანს ანდო და ჯიჯიც მთლად სახარბიელოდ ვერ გაისარჯა.

„მეორე გაშვებული გოლი აშკარად ჯიჯის სინდისზეა. მას უკეთესად თამაში შეეძლო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში დუნედ გამოვიყურებოდით. სასიხარულოა, რომ რონალდუ დაგვიბრუნდა, რომელიც ჩვენთვის უდიდესი ძალაა,“- აღნიშნა 60 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

„იუვენტუსს“ კი პირველი ადგილი მიმდინარე სეზონში მოძლიერებულმა „ინტერმა“ აწაპნა, რომელმაც თავის მხრივ „სპალი“ დაამარცხა.

წილი
წინა სტატიასაქართველო თუ გავიდა…
შემდეგი სტატიასლოვენია ერთ ტაიმს ეყო
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...