✔ ჩამოერთვას РУСАДА-ს შესაბამისობის სტატუსი;

✔ მოიკვეთოს რუსეთი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან 4 წლის ვადით;

სწორედ ამგვარი რეკომენდაციით მიმართა საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოს თავისივე პროფილურმა კომიტეტმა. მიზეზი ძველია – მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში ექსპერტებმა გაყალბების კვალს მიაგნეს.

რუსეთის განმარტებების მოსმენის შემდეგ შესაბამისობის კომიტეტმა ასეთი დასკვნა გამოიტანა: მონაცემთა ბაზებში შეუსაბამობები არა შემთხვევითობა ან ტექნიკური ხარვეზი, არამედ სრულიად გამიზნული მანიპულაციაა, რომლის მიზანიც რუსი სპორტსმენების დადებითი დოპინგ-ტესტების დამალვა იყო. ახლა საბოლოო სიტყვა მსოფლიო ორგანიზაციის აღმასკომზეა, რომლის სხდომაც 9 დეკემბერს პარიზში გაიმართება.

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით – დროშის და ჰიმნის გარეშე შეეძლებათ. ცხადია, რომ ტურნირებზეც მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები დაიშვებიან, რომელთა „სიწმინდე“ სრულად იქნება დადასტურებული.