ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები არაერთგვაროვანი გამოდგა. ზოგიერთი ჩვენებურის გუნდმა წარმატებით იასპარეზა ევროთასების მეორე ტურში, ზოგიერთის კი, პირიქით, ჩაფლავდა.

დავით ზირაქაშვილის „კლერმონი“ ირლანდიურ „ალსტერს“ ეწვია და უდრამატულეს ბრძოლაში 13:18 დამარცხდა. 36 წლის ქართველი თამაშში მარქაფიდან 36-ე წუთზე ჩაერთო და მანამდე უფერული „კლერმონი“ გამოაცოცხლა. როცა ზირაქა მოედანზე გავიდა, მისი გუნდი 3:13 მარცხდებოდა და სწორედქართველ ბურჯის დამსახურება იყო, რომ „ვულკანებმა“ იფეთქეს, საჯარიმო ლელო მიითვალეს, საჯარიმო დარტყმის უფლებაც მოიპოვეს და ზოგადად თამაშის ბოლო ნაწილმა სტუმართა ტოტალურ შეტევებში ჩაიარა, ტუმცა ირლანდიელებმა „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ წნეხს საბოლოოდ მაინც გაუძლეს და ფრანგებს მხოლოდ ბონსი გაატანეს.  „ალსტერი“ ჯგუფის ლიდერია, ხოლო „კლერმონი“ მეორეა და მეორეადგილოსანთ საერთო რეიტინგშიც მესამე საფეხურზეამ რომელიც პლეი-ოფის საგზურის მომტანია.

კვირას კი „მონპელიემ“ ინგლისურ „გლოსტერს“ უმასპინძლა და ასევე დაძაბულ მატჩში 30:27 სძლია. ფრანგული ფკლუბის სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ორი ბორჯღალოსანი იყო – ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე, ორივე 47-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა თამაშის დასკვნითი 26 წუთი გაატარა მინდორზე. სამივე ქართველმა ჩვეულად, საიმედოდ და მაღალ დონეზე ითამაშა, ხოლო „მონპელიე“ „ტულუზის“ შემდეგ ჯგუფის მეორე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო მეორეადგილოანთა საერთო ჩათვლაში ჯერჯერობით ბოლო, მე-5 საფეხირზეა.

ჩემპიონთა თასზე  ქართველთა წარმომადგენლობა ხსენებული 4 მძიმეწონოსნით შემოიფარგლა, ჩელენჯ კაპზე კი ჩვენი თანამემამულეების სიუხვე შეინიშნებოდა და ზოგიერთი მათგანის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა კიდეც.

კრასნიუარსკის „ენისეიმ“ ტურნირის მეორე მატჩიც რუსეთის სამხრეთში, კერძოდ კი კრასნოდარში ჩაატარა და ამჯერადაც დამარცხდა – უელსურ „დრაგონსთან“ 22:49. ციმბირელებმა 3 ლელო მიითვალეს და თავი კვლავაც ისახელა ახალგაზრდა ქართველმა გარემარბმა დავით მესხმა. 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა ზედიზედ მეორე საევროთასო მატჩში მოახერხა ლელოს დადება. მესხმა და რუსეთის გასული წლის საუკეთესო მორაგბრ მიხეილ გაჩეჩილაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნიკა ხატიაშვიმა ბურჯისთვის უჩვეულოდ დიდიი დრო დაჰყო მინდორზე – 77 წუთი.

„ბრივმ“ კი თავისი ფანები გაანაწყენა. პირველ ტურში ამ პატარა კლუბმა თვით „სტად ფრანსე“, თანაც პარიზში დაამარცხა, მაგრამ მეორე ტურში ტოპ 14-ის ყველაზე „ქართულმა“ კლუბმა შინ ინგლისურ „ბრისტოლთან“ 0:36 შერცხვა.

ამ ჯერზე ბრიველთა სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი ბორჯღალოსანი იყო – ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც გუნდის შერკინებას 57-ე წუთამდე უხელმძღვანელა. კარლენ ასიეშვილი თამაშში პირველივე ტაიმში ტრავმიტრბული თანაამპლუელის ნაცვლად ჩაერთო და 12 წუთი იყო აქტიური, 53-ე წუთიდან კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. ოთარ გიორგაძე გუნდს 55-ე წუთზე დაემატა, ხოლო თედო აბჟანდაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, თუმცა პარიზში თავგამოჩენილმა ქართველებმა გუნდი სასტიკი მარცხისგან ვერ იხსნეს. ამ ფიასკოს მიუხედავად, „ბრვი“ სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზეა, თუმცა მეორეადგილოსანთა რეიტნგში უცუდესი მაჩვენებლებით ბოლოა.

„ბორდო“ შოტლანდიაში „ედინბურგს“ 16:16 დაუზავდა. ფრანგული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო – ლექსო ყაულაშვილი და ბექა გორგაძე. პირველმა 66 წუთი ითამაშა, მეორემ – 56, ხოლო ბორდოელთა ერთადერთი ლელო ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ფიჯელმა სემი რადრადრამ გაიტანა. „ბორდო“ ცხრილში მეორეა, ხოლო მეორეადგლიოსნებში საუკეთესო მაჩვენებლებოთ ლოდერობს.

ფჯის ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა კი თავი არნახული უხეშობით გამოიჩინა. „ტულონი“ უელსირ“ „სკარლეტსს“ მასპინძლობდა და მე-40 წუთზე, როცა მამუკა გორგოძე თანაგუნდელთა რაქს იცავდა, მას თავს 24 წლის კუნძულელი ტევიტა რატუვა დაესხა. უფრო სწორედ, ფიჯელმა მამუკას შეუტია და მხარი პირდაპირ სახეში დაარტყა. ლეგენდარული კაპიტანი გაზონზე მოცელილივით დაეცა და ექიმებს მის გონზე მოსაყვანად გარკვეული დრო დაჭირდა. საბოლოოდ გორგოძემ 70 წუთი ჩვეულ უმაღლეს დონეზე ჩაატარა და „ტულონს“ 17:16 მოაგებინა, ხოლო რატუვა წითელი ბარათით მინდვრიდან მიაბრძანეს და მას არც დისვალიფიკაცია აცდება. უტვინო კუნძუკეკს კუდევ გაუმართლა, რომ მისი აგრესიის ობიექტი „გორგოძილა“ აღოჩნდა, თორემ მამუკაზე ფიზიკურად სუსტი ადამიანი ასეთ მძიმე დარტყმას ასე იოლად ვერ გადაიტანდა…

„ტულონი“ თავის ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, ხოლო მამუკა გორგოძე მძიმე დაზიანებად საბედნიეროდ გადაურჩა. „სკარლეტსთან“ ბექა გიგაშვილმაც ითამაშა, ვინც მინდორზე ბოლო ნახევარი საათი გაატარა.

„სტად ფრანსემ“ იტალიაში „ძებრე“ 13:12 დაამარცხა და განწყობა რამდენადმე გამოიკეთა. ამ გამარჯვებაში მცირედი წვლილი ბორჯღალოსან გიორგი მეილიქიძეს მიუძღვის, რომელმაც ბპ;პ 10 წუთი ითამაშა. პარიზული გრანდი თავისი ჯგუფის ცხრილში მესამეა.

იოანე იაშაღაშვილს კი დებიუტი ჯქონდა. 20-წლამდელთა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა დიდ, ზრდასრულ რაგბიში პირველი მატჩი ჩაატარა და ეს მოხდა ჩელენჯ კაპის ეგიდით გამართულ შეხვედ–რაში. მისი „ბაიონი“ ინგლისში „ლონდონ აირიშს“ ესტუმრა და 31:45 დამარცხდა. იოანემ 59-ე წუთზე არგენტინელი მეორეხაზელი შეცვალა და თავის გუნდს ჩამორჩენის შემცირებაშიდაეხმარა.

დაბოლოს, ყველაზე ქართულ მატჩზე ჩელენჯ კაპზე. ინგლისურმა „უოსპსმა“ ფრანგულ „აჟენს“ უმასპინძლა და 32:14 მოუგო. ჰოდა, ინგლისურ გუნდში 59-ე წუთიდან ბოლომდე ზურაბ ჟვანიამ ითამაშა, ფრანგულში – პირველიდან 51-ემდე – გიორგი თეთრაშვილმა, ხოლო მატჩის რეფერი ნიკა ამაშუკელი გახლდათ. ძალიან უჩვეულო და სასიამოვნო იყო, როცა შერკინებების მოწყობისას ნიკა ჯერ გიოს და მოგვიანებით ზურას ქართულად მიმართავდა. მოკლედ, საერთაშორისო მარაქაში თანდათან ქართული ენაც ერევა…

 

 

 

 

 

 

წილი
წინა სტატიასიგიჟე რიოში
შემდეგი სტატიაოლე, გამოსძალე კლუბს ფული!
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.