ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა, ქართველ გულშემატკივართა ყურადღება ქალაქ ინდიანაპოლისისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ადგილობრივმა „პეისერსმა“ „ორლანდო მეჯიქს“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 111:106 დაამარცხა.

„ინდიანა პეისერსის“ რიგებში გოგა ბითაძეს მწვრთნელმა ჯამში 15 წუთამდე სათამაშო დრო მისცა და ჩვენებურიც უგერგილოდ ნამდვილად არ გარჯილა. გუნდის დამრიგებელმა, ნეიტ მაკმილანმა გოგა სასტარტო ხუთეულში არ დააყენა და მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩართო. 20 წლის ქართველი ცენტრი როგორც ყოველთვის საკმაოდ მონდომებული გახლდათ და მეტოქის კალათში 3 ორქულიანის მოთავსება მოახერხა, რასაც 2 მოხსნაც მიამატა.

 

ამ გამარჯვების შემდეგ ინდიანა პეისერსს 15 მატჩში 9 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. „ინდიანა პეისერსი“ მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, საკუთარ არენაზე „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

წილი
წინა სტატიაუსარგებლო მილიონები
შემდეგი სტატიასიგიჟე რიოში
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.