სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი თანაგუნდელებთან ერთად მშობლიურ ქალაქში ჩავიდა და ხალხს მსოფლიო თასი ჩაუტანა.
სია კოლისი სამხრეთაფრიკელთა პირველი შავკანიანი კაპიტანია. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში გასული საუკუნის 90-იან წლებამდე აპარტეიდის რეჟიმი მოქმედებდა, რაც შავკანიანთა დისკრიმინაციას ემსახურებოდა.
პორტ ელისაბედში თანაქალაქელები კოლისის, როგორც გმირს, ისე დახვდნენ. მორაგბემ ქალაქის ქუჩებში გადაჭრილი ავტობუსით ჩაიარა, თავს ზემოთ კი ვებ ელისის თასი ჰქონდა აღმართული.
მორაგბის ბიძა კი იხსენებს, რომ ბავშვობაში სიას იატაკზე ეძინა, რაკიღა ოჯახს საწოლებიც არ ჰყოფნიდა. ხოლო, როცა ოჯახში საჭმელი არ ჰქონდათ, ბავშვს მადის მოსაკლავად შაქრიან წყალს ასმევდნენ.
მოგეხსენებათ, მსოფლიო თასის ფინალში სამხრეთ აფრიკამ ინგლისს 32:12 მოუგო.