34-ე ტურს თითქმის არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ჩემპიონობის სამივე კანდიდატმა უდანაკარგოდ გაიარა ეს საფეხური. თუმცა ორ მათგანს მეტოქეები ისეთები ჰყავდა, გააფთრებით რომ იბრძვიან ელიტაში დასარჩენად და არავის არაფრით დაინდობენ. მაგალითად, „ბათუმს“ „სიონი“ ეწვია. ბოლნისური კლუბი პლეი აუტის გარეშე ცდილობს ელიგაში დარჩენას. იმავე მდგომარეობაშია „რუსთავიც,“ რომელმაც თბილისის „დინამო“ ისტუმრა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მომგებმა მოიგო.

რუსთავი 0:2 დინამო                                                                                                                   ბადრი კეთილაძის ფოტო

აი, „საბურთალო“ კი უკვე გავარდნილ, უმოტივაციო „ვიტ ჯორჯიას“ მასპინძლობდა. უპრობემოდ გაიმარჯვა 3:1 და ტიტულის შენარჩუნების მცირე შანსი ისევ შეინარჩუნა.

საინტერესოდ დამთავრდა თამაში „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე, სადაც „ლოკომოტივმა“ „ჩიხურას“ უმასპინძლა. რკინიგზელებს აქამდე ზედიზედ ოთხი მატჩი მოეგოთ და თუ „გარეჯთან“ ქვეყნის თასის ნახევარფინალში გამარჯვებასაც ჩავთვლით, სულაც ხუთი გამოვა. ზემოიმერლებს კი ვერ აქვთ წარმატებული სეზონი. თუმცა, მიჯრით მეორე თამაში მოიგეს და ელიტაში ხომ შეინარჩუნეს ადგილი და ევროთასებზე გასვლის გარკვეული თეორიული შანსიც გაუჩნდათ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დარჩენილ ორ ტურში „ლოკომოტივი“ ორივე თამაშს წააგებს და თასის ფინალშიც დამარცხდება. ხოლო საჩხერელები ორივე დარჩენილ შეხვედრას მოიგებენ. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაშიც (ვთქვათ, რკინიგზელებმა ერთი თამაში რომ წააგონ და ერთი ფრედ დაამთავრონ), ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა „ჩიხურას“ აქვს.

ახლა სანაკრებო პაუზა გამოცხადდება. ბოლო, წლევანდელ სეზონში. ელიგა 24 ნოემბერს განახლდება. ბოლო ორ ტურში ყველა მატჩი ერთ დღეს და ერთდროულად დაიწყება.

ბათუმი 2:0 სიონი

1:0 მანჯგალაძე (24), 2:0 ჯიღაური (47)

გაძევება: აფაქიძე (სიონი 34)

რუსთავი 0:2 დინამო

0:1 ქავთარაძე (76), 0:2 შიშკა (89)

საბურთალო 3:1 ვიტ ჯორჯია

1:0 კოხრეიძე (51), 2:0, 3:0  გაბედავა (61, 72), 3:1 მუსელიანი (84 პენ)

ლოკომოტივი 0:2 ჩიხურა

0:1 მამასახლისი (31), 0:2 ჩიხლაძე (47)

ტორპედო 1:1 დილა

1:0 კაპანაძე (21), 1:1 სანტოსი (81)

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ლოკომოტივი22006:26
დილა21103:14
საბურთალო21102:14
სამტრედია21012:33
ბათუმი20201:12
დინამო20201:12
თელავი20201:12
მერანი20200:02
ჩიხურა20022:50
ტორპედო20020:30

24 ნოემბერი: დილა – დინამო, ჩიხურა – საბურთალო, ვიტ ჯორჯია – ტორპედო, სიონი – ლოკომოტივი, ბათუმი – რუსთავი

მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 19, ფლამარიონი (ბათუმი) – 16, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი უნგრეთი) – 13.