გერმანიის საფეხბურთის კავშირის ახალ პრეზიდენტად 27 სექტემბერს ფრიც კელერი აირჩიეს, ის წლების მანძილზე ჯერ ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგის“ გენერალურ დირექტორი, 2010 წლიდან კი პრეზიდენტი გახლდათ. რიგგარეშე არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატებმაც მას გერმანული ფეხბურთის გაძღოლა ერთხმად ანდეს. კელერმა რაინჰარდ გრინდელი შეცვალა, რომელიც 2 აპრილს იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, მიზეზი  კი უკრაინული ფეხბურთის ყოფილი მაღალჩინოსნის, გრიგორი სურკისის მიერ ნაჩუქარი ძვირადღირებული საათი იყო. საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში გერმანელი ფუნქციონერი უეფას აღმასკომის წევრიც იყო და ყველანაირი ძღვენი ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.

გერმანიის ფეხბურთის კავშირის ახალმა თავკაცმა კი თანამდებობაზე მოსვლიდან 2 თვეში საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აღმასკომის წევრებთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა ამიერიდან იმ ქვეყნებში აღარ ითამაშოს, სადაც ადამიენაბი, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად მანდილოსნები დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და მათ სტადიონზე არ უშვებენ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა კი გეცოდინებათ ირანია, სადაც რამდენიმე თვის წინ გოგონამ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

„არსებობს ღირებულებები, რომლებიც ჩვენი გადმოსახედიდან ხელშეუხებელია და განსჯას არ საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი ქალთა უფლებებია. მანდილოსნებს სტადიონზე შესვლა არ უნდა ეკრძალებოდეთ. ამიტომაც, ჩვენ უარს ვამბობთ ასეთ ქვეყნებში სტუმრობასა და თამაშზე,“ – თქვა ფრიც კელერი.

საგულისხმოა, რომ მსგავსი რეკომენდაციით თავად უეფაც გამოდის. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, თავის დაქვემდებარებაში მყოფ ეროვნულ ფედერაციებს რა ხანია მოუწოდებს უარი თქვან ასეთ ქვეყნებთან ამხანაგური მატჩებზე…