ხელბურთში მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერებმა სკოპიეს „მეტალურგმა” და „ოჰრიდმა” 29:29 ითამაშეს. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სამი წევრი მონაწილეობდა. ვეტერანმა მარჯვენა გარემარბმა, მეტალურგელმა რევაზ ჭანტურიამ 4 გოლი გაიტანა.

სკოპიეს გუნდში ჭანტურიას მხარდამხარ ირაკლი კბილაშვილიც თამაშობდა. „ოჰრიდის” ღირსებას იცავდა ლექსო წითელიშვილი.

„მეტალურგი” 20 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, ხოლო „ოჰრიდი” 19 ქულით მეორეზეა.

ჭანტურიასთან ერთად მასპინძელ გუნდში ყველაზე შედეგიანები იყვნენ მაკედონიის ნაკრების წევრები – პოპოვსკი (5 გოლი) და ტანკოსკი (4).

რვა ტურის შემდეგ ჭანტურიას 27 გოლი აქვს გატანილი, კბილაშვილს – 16,  წითელიშვილის კი 14.