ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანა პეისერსმა“ მიჯრით წაგებული 3 თამაში შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. ინდიანაპოლისელები ნიუ იორკში ჩავიდნენ და ადგილობრივი „ბრუკლინი“ 118:108 დაამარცხეს.
მიმდინარე სეზონში თუ რატომ არის „ინდიანა“ ჩვენი მხრიდან გამადიდებელი ლუპის ქვეშ კალათბურთის ქომაგებს ალბათ არ ესწავლებათ. ქართული კალათბურთის იმედი გოგა ბითაძე ხომ NBA-ს სეზონისწინა დრაფტზე სწორედ „პეისერსმა“ დაისაკუთრა. ჩვენებურის დებიუტიც წინა ტურში „დეტროიტთან“ დრამატულად წაგებულ მატჩში შედგა და გოგამაც 2 ქულა მოინადავლა, თუმცა შემდეგ მუხლი ასტკივდა და დაპირისპირების დასრულებამდე მწვრთნელს სათადარიგოთა სკამიდან აღარ წამოუყენებია.
საბედნიეროს, ბითაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის პარკეტზე „ბრუკლინთან“ წინააღმდეგაც გამოჩნდა, მაგრამ ამჯერად მეტოქის კალათში ბურთის ჩაგდება ვერ მოახერხა. საქართველოს ნაკრების ცენტრს მწვრთნელმა ჯამში რვაწუთნახევარი მისცა რა დროშიც ბითაძემ ერთხელ არაზუსტად შეუტია, თუმცა თითო-თითო მოხსნა, პასი და დაფარება კი მიითვალა.
ორივე გუნდის რიგებში კი საუკეთესო ბითაძის თანაგუნდელი დომანტას საბონისი იყო. ლიტველმა კალათბურთელმა 29 ქულა მოაგროვა და „ინდიანას“ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
მომდევნო მატჩს, „ინდიანა პეისერსი“, 2 ნოემბერს შინაურ კელდებლში ნბა-ს 2016 წლის ჩემპიონთან „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავს.