„ბარსელონამ“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ვაიადოლიდს“ გადაუარა – 5:1 აჯობა. ეს კატალონიელთა ერთი, ჩვეულებრივი გამარჯვება იქნებოდა, თუმც ლეო მესიმ კარიერაში ჯარიმიდან 50-ე გოლი გაიტანა, რაც, დაგვეთანხმებით, აღსანიშნი ამბავია.

ჰოდა, არც ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა დაიზარეს და მესის ყველა ის ჯარიმა დაუთვალეს, რომელიც მან ესპანეთის ჩემპიონატში, სამეფო თასზე, ჩემპიონთა ლიგაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და კოპა ამერიკას გათამაშებისას ზუსტად შეასრულა… დანარჩენი თავად შეფასეთ…