იტალიურ ფეხბურთში პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ესა თუ ის მოთამაშე მკრეხელობისთვის ისჯება. ამჯერად, სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტის მარწუხებში მარეო სკოცარელა და ფრანჩესკო მანიანელი მოექცნენ.

მათი ვინაობის მიხედვით მიხვდებით, რომ არცერთი მათგანი ტოპ ფეხბურთელი არ არის. პირველი „პარმას“, მეორე კი „სასუოლოს“ ღირსებას იცავს. დასჯის მიზეზი კი ერთობ საინტერესოა.

აბა რა გასაკვირი ამბავია, რომ მოედანზე ყოფნის დროს ფეხბურთელები ხშირად ბილსწისტყვაობენ. გაბრაზების მიზეზს კი რა გამოლევს. ხან ფეხებში მოგხვდება მწარედ, ხან პარტნიორი პასს დაგიგვიანებს, ხან პენალტს ააცილებ, ხან მეკარესთან პირისპირ გასულს დარტყმა გაგიცუდდება…

მოკლედ, „პარმა“ „სან სიროზე“ „ინტერს“ (2:2), ხოლო „სასუოლო“ ასევე გასვლაზე „ვერონას“ (1:0) ეთამაშებოდა. თამაშისას ფეხბურთელებმა უხამსი გამონათქვამების დროს ღმერთი ახსენეს. ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს მათი ტუჩების მოძრაობა, როდესაც ისინი ღმერთს შეურაცხყოფენ. სადისციპლინო კომიტეტმა ამ საკითხზე იმსჯელა და ფეხბურთელებს თითო მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

ამრიგად, სკოცარელა „ვერონასთან“, ხოლო მანიანელი „ფიორენტინასთან“ მატჩებს გამოტოვებენ.

 

წილი
წინა სტატიაყველაფერი ძველებურად?
შემდეგი სტატიაეს არის ის?
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.