საინტერესო ტური გამოდგა. საჩემპიონო ბრძოლა უფრო დაიძაბა, „ვიტ ჯორჯია“ ოფიციალურად გავარდა, პლეი აუტის ამბებიც ჯერ გაურკვეველია.

საბურთალო 0:0 დინამო. ფრემ სატურნირო ვითარება კიდევ უფრო დაძაბა                                  ბადრი კეთილაძის ფოტო

ტურის პირველივე შეხვედრაში სენსაცია მოხდა. ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა, ბათუმის „დინამომ“ ბოლო ადგილზე მდგარ „ვიტ ჯორჯიას“ ვერ მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ბათუმელები იგებდნენ და ვეტერინარებმა 86-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლი ზურაბ სეხნიაშვილმა გაიტანა.

ყოჩაღობის მიუხედავად, ამ შეხვედრის შემდეგ, „ვიტ ჯორჯია“ ელიტიდან ოფიციალურად გავარდა.

ბათუმელებს არც კონკურენტებმა დასწყვიტეს გული, „საბურთალომ“ და „დინამომ“ ერთმანეთში უგოლო ფრე ითამაშეს და საჩემპიონო რბოლა კიდევ უფრო დაძაბეს.

„ლოკომოტივმა“ თეიმურაზ შონიას გოლით მოუგო „დილას“ და ევროზონას მიუახლოვდა. ახლა „რკინიგზელები“ უშუალო მდევარ „ტორპედოს“ 6 ქულით უსწრებენ და თუ ქუთაისური კლუბის მწვავე კრიზისს გავითვალისწინებთ, დარჩენილ ოთხ ტურში ძნელი წარმოსადგენია, მეოთხე ადგილი დაუთმოს. თანაც, არ დაგვავიწყდეს, „ლოკომოტივი“ საქართველოს თასის ფინალშია გასული, სადაც 7 დეკემბერს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი 1:1 ვიტ  ჯორჯია

1:0 ჯიღაური (3), 1:1 სეხნიაშვილი (86)

ფლამარიონმა ვერ გამოიყენა პენალტი (3)

სიონი 2:1 ჩიხურა

0:1 ფანცულაია (39), 1:1 ჯაფიაშვილი (76), 2:1 თარგამაძე (83)

 რუსთავი 2:0 ტორპედო

1:0 ქავთარაძე (3 პენ), 2:0 ლაცაბიძე (83)

გაძევება: კიტეიშვილი (56 რუსთავი)

ლოკომოტივი 1:0 დილა

1:0 შონია (49)

საბურთალო 0:0 დინამო

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო34216766:3069
ბათუმი34207754:2867
საბურთალო34197859:3464
ლოკომოტივი341541540:4449
ჩიხურა3411111245:4044
დილა341191437:4042
ტორპედო341181550:5241
სიონი341081636:7338
რუსთავი349101537:5237
ვიტ-ჯორჯია34482215:4620

1 ნოემბერი: ჩიხურა – ბათუმი

2 ნოემბერი: სიონი – რუსთავი, ვიტ ჯორჯოა – ლოკომოტივი

3 ნოემბერი: დილა – საბურთალო, დინამო – ტორპედო

მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 17, ფლამარიონი (ბათუმი), – 16, ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი უნგრეთი) – 13, ლევან შენგელია (დინამო/ქონიასფორი თურქეთი) – 12