ვითომ, ინგლისის დედოფალი ამ მატჩის წინ ყველაზე მეტად ნერვიულობდა? ის ხომ, სხვა ბევრთან ერთად, ახალზელანდიელთა დედოფალიცაა? შორეული „საწყმსოს“ „ჰაკა“ კი ისეთია, მოყვარე თუ არ ხარ, აუცილებლად შეგაშინებს. არ ვიცით დედოფლის გამო თუ მოხდა, მაგრამ ინგლისელებმა თავი, ალბათ, შინაურად იგრძნეს და ALL BLACKS-თან ისე განლაგდნენ, რომ თავიდანვე აგრძნობინეს – მინდორზე ცახცახს არავის წინაშე ვაპირებთო.
ეს ყველაფერი ფუჭი გაბრექვა არ ყოფილა, ევროპელებმა ნახხევარფინალში ზელანდიელებს 19:7 მოუგეს და ის ერთი ლელოც, რომელიც მიიღეს, მათსავე უხეშ შეცდომას მოჰყვა და არა მოწინააღმდეგის კარგ თამაშს.
დავუბრუნდეთ ისევ დასაწყისს, ბევრმა ადამიანმა „ჰაკას“ დროს ინგლისელების განლაგება მეტოქის შეურაცხყოფად მიიჩნია. საერთო აზრამდე ჯერ ვერავინ ჩამოყალიბდა, მაგრამ როგორც საფეხბურთო თავხედობის მოყვარულ ადამიანს, პირადად მე, ინგლისელთა ეს ნაბიჯი არ მაღიზიანებს. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მოხდეს, აბა ჩვენი რომელიმე მეზობელის ნაკრები რომ ზელანდიელებს ასე გაიჭიმოს, იქ კარგი არაფერი გამოვა…