საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 90–ე ადგილზეა. ბოლო თვეში ვლადიმირ ვაისის გუნდმა ირლანდიასთან 0:0 ითამაშა, გიბრალტარს კი 3:2 მოუგო. ერთი საფეხურით წინ წაიწია: სექტემბერში 91–ე იყო…

უშუალოდ ევროპაში კი საქართველო 39–ე პოზიციაზეა და 16 ნაკრებს უსწრებს, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

1 (1) ბელგია – 1755
2 (2) საფრანგეთი – 1726
3 (3) ბრაზილია – 1715
4 (4) ინგლისი – 1651
5 (6) ურუგვაი – 1642
6 (5) პორტუგალია – 1632
7 (8) ხორვატია – 1631
8 (7) ესპანეთი – 1625
9 (10) არგენტინა – 1617
10 (9) კოლუმბია – 1615

ცნობისთვის და საკვირველად, იტალია და გერმანია შესაბამისად მე–15 და მე–16 ადგილზე არიან.

ბელარუსის ნაკრები, რომელსაც სავარაუდოდ შევხვდებით კიდეც გაისად მარტში, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ოთხი საფეხურით უსწრებს – 86–ე ადგილზეა. ისე კი შესაძლოა, კოსოვო გავიდეს შესარჩევიდან და ამ შემთხვევაში ნახევარფინალში არა ბელარუსს, არამედ ლუქსემბურგს შევხვდებით.