ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის უპრესტიჟულეს ტურნირს შარშანდელის მსგავსად საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. ჩვენებური ფერნანდო ვერდასკოს 3 პარტიაში – 6:4, 2:6, 1:6 დაეჩაგვრინა.

იშვიათი გამონაკლისების გარდა არასტაბილურობა ყოველთვის იყო ქართველი მეჩოგნის აქილევსის ქუსლი. ვინც არ უნდა იყო კორტს ყოველთვის გამარჯვებული ვერ დატოვებ, ეს აქსიომაა. ისიც გვესმის, რომ ჩოგბურთში მხოლოდ საშემსრულებლო ოსტატობა, კარგი მოწოდება ან ბადესთან უნაკლო თამაში საკმარისი არაა და ყველაფერთან ერთად ის დიდ ფიზიკურ გამძლეობასა და იღბალსაც მოითხოვს. ამიტომაც ერთი ამოსუნთქვით მატჩის მოგება ფედერერ-ნადალ-ჯოკოვიჩსაც გასჭირვებიათ და რაღაც მონაკვეთში ჩავარდნაც ხდება, მაგრამ განა შეიძლება ეს ორი სეტის მანძილზე დაუსრულებლად გაგრძელდეს? როგორც ჩანს ნიკოლოზ ბასილაშვილის შემთხვევაში შეიძლება.

რა თქმა უნდა, ფერნანდო ვერდასკოს მაღალი დონის ჩოგბურთელობაში ეჭვი არავის ეპარება. ესპანელს მართლაც შეუძლია იამაყოს თავისი განვლილი კარიერით, მაგრამ ბასილაშვილიც უკვე იმ მარაქაშია გარეული, 35 წლის ვეტერანთან, პირველი სეტის აუღელვებლად მოგების შემდეგ, მატჩისთვის წერტილის დასმა გადაუჭრელ ამოცანად რომ არ უნდა იქცეს. საკვირველია, ქართველი ჩოგბურთელი მატჩის მიმდინარეობის პროცესში, როდესაც თითქოს ყველაფერი მისთვის იდეალურადაა, უარყოფითისკენ ასეთ ტრანსფორმაციას როგორ ახერხებს. პირველ სეტში ფერნანდო ვერდასკოს პირისპირ