აგერ, ფეხბურთელები პრემიერლიგაში გადასვლაზე ოცნებობენ. „ბაიერნის“ ლეგენდა, ბასტიან შვაინშტაიგერი მშობლიური კლუბიდან სწორედ ამ მიზეზით გადავიდა, ინგლისში ბურთის გაგორება უნდოდა. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც.

 

კირან ტრიპიერი „ტოტენჰემში“ თამაშობდა თამაშობდა, ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდა, ფინალშიც ითამაშა და არანაკლებ გუნდიც იყო, ვიდრე ახლა მადრიდის „ატლეტიკოა“, თუმცა ადგა და პრემიერლიგიდან ესპანეთში გადაბარგდა. როგორც შემდეგ თავად ახსნა, ეს მწვრთნელის ფაქტორმა განაპირობა:

„მართალია სიმეონე სწრაფად ლაპარაკობს და მისი სიტყვების გაგება მიჭირს, მაგრამ ჟესტიკულაციით ყველაფერს ვგრძნობ. მან შეძლო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დაცვის ჩამოყალიბება, სადაც ჩემ შესაძლებლობებს ყველაზე უკეთ გამოვავლენ. „ჩოლო“ საუკეთესოთა შორის საუკეთესოა“, – თქვა ტრიპიერმა.