დილა 0:0 ბათუმი. სტუმრებმა ქულა მოიპოვეს და ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურდნენ

31-ე ტურში „დინამომ“ მოულოდნელად წააგო თანაქალაქელ „ლოკომოტივთან“ და ლამის საჩემპიონო ქულები დაკარგა. „ბათუმმა“ გორში ვერ მოიგო, შედეგად ქუთაისელ ჭაბუკებთან გამარჯვებული „საბურთალო“ ისევ დაბრუნდა ტიტულისათვის ბრძოლაში.

შეიძლება იფიქროთ, თბილისის დინამოელებმა შემთხვევით წააგეს, აბა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას როგორ დათმობდნენო, მაგრამ საქმეც ის არის, რომ რკინიგზელებმა თამაშით აჯობეს მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში, რომელმაც ისინი ევროზონას კიდევ უფრო მიაახლოვა.

უნიათო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა შეტევა გააძლიერეს და წინ წავიდნენ. ამით მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების საშუალება მისცეს. რკინიგზელებს რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, ძელსაც მოარტყეს ბურთი. ბოლოს შეუპოვრობისთვის მაინც დასაჩუქრდნენ. გამარჯვებისა თორნიკე კირკიტაძემ 94-ე წუთზე გაიტანა.

ვიტ ჯორჯია 0;0 სიონი. დავით თარგამაძე და ლაშა ნანობაშვილი (მარჯვნივ)

… ის, რაც ქუთაისის „ტორპედოში“ ხდება, ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. გუნდი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოში, ევროტურნირებისთვის გაძლიერებასაც აპირებდა, თვალსა და ხელს შუა დაიშალა. პრეზიდენტი, რომელსაც მილიონობით დავალიანება დაუგროვდა, სადღაც გაქრა. ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდებში მიმოიფანტნენ. დარჩენილებმა კი, რომელთაც ბოლოს ვარჯიშებისას კვების პრობლემაც შეექმნათ, უეფაში იჩივლეს… ახლა ერთადერთი იმედი ქუთაისის მუნიციპალიტეტია.

გულწრფელად გვესმის კახა ჩხეტიანის. ახალგაზრდა სპეციალისტმა ერთობ სიმპათიური გუნდი ჩამოაყალიბა და კიდევ გაძლიერების რესურსიც არსებობდა, მაგრამ „საბურთალოსთან“ მატჩში, თამაში რომ არ ჩაშლილიყო, მინდორზე დუბლშემადგენლობისა და ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები გაიყვანა.

კაპიტანი 16 წლის მეკარე, დავით ასათიანი გახლდათ. თადარიგში კი 13(!) წლის ფეხბურთელი სოსო კოპალიანი იყო…

ბევრი ფიქრობდა, რომ საბურთალოელები დიდი ანგარიშით გაიმაჯვებდნენ, მაგრამ „ბავშვებმა“ ხასიათი გამოავლინეს და არც ტაქტიკურად უშავდათ რამე. მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ჩხეტიანმა მცირე დროში მათაც დაატყო ხელი. „ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო ელიგაში.

ტორპედო 0:2 საბურთალო
0:1 აბზიანიძე (48, საკ. კარში), 0:2 დიასამიძე (60)
51-ე წუთზე სანდოხაძემ (საბურთალო) ვერ გაიტანა პენალტი

დინამო 0:1 ლოკომოტივი
0:1 თორნიკე კირკიტაძე (90+4)

ჩიხურა 3:2 რუსთავი
1:0 ჩიკვაიძე (4), 1:1 ქავთარაძე (27 პენ), 1:2 სილაგაძე (45), 2:2 ფანცულაია (49), 3:2 კორიფაძე (90+5 პენ)

ვიტ ჯორჯია 0:0 სიონი

დილა 0:0 ბათუმი

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ლოკომოტივი22006:26
დილა21103:14
საბურთალო21102:14
სამტრედია21012:33
ბათუმი20201:12
დინამო20201:12
თელავი20201:12
მერანი20200:02
ჩიხურა20022:50
ტორპედო20020:30

26 ოქტომბერი: სიონი – ჩიხურა, ბათუმი – ვიტ ჯორჯია
27 ოქტომბერი: რუსთავი – ტორპედო, საბურთალო – დინამო, ლოკომოტივი – დილა

მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 17, ფლამარიონი (ბათუმი), – 16, ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი უნგრეთი) – 13, ლევან შენგელია (დინამო/ქონიასფორი თურქეთი) – 12