საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონის და სპორტული სიარულის ასპარეზობათა ტოკიოდან საპოროში გადატანა იგეგმება.

IOC-ის განმარტებით, შეჯიბრებების ყველაზე ჩრდილოეთ პრეფექტურაში, ჰოკაიდოში გადატანით, უფრო ხელსაყრელი პირობები შეექმნებათ ათლეტებს. 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი საპორო, ტოკიოდან სამხრეთით 800 კილომეტრითაა დაშორებული და დედაქალაქთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია.

ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, მათი მოვალეობა და პრიორიტეტია სპორტსმენთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. IOC-ის სამედიცინო და სამეცნიერო ჯგუფისა და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის სხვა რეკომენდაციებიც გაითვალისწინა და დადგინდა:

– 5 ათასს და უფრო მეტ მანძილებზე სირბილის დილის ნაცვლად საღამოს სესიებზე ჩატარება
– მორაგბეთა ასპარეზობების დღის 12 საათამდე დასრულება
– მაუნთინბაიკის ასპარეზობების დაწყება არანაკლებ 15 საათამდე

აღნიშნულია, რომ შესაბამისი ზომების მიღება განპირობებულია ათლეტთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით, რომელთა ჯანმრთელობაზეც, შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ტოკიოს გაუსაძლისმა სიცხემ.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა მსოფლიო მძლეოსნობა (აქამდე ცნობილი როგორც მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაცია -IAAF) და მისი პრეზიდენტი სებასტიან კოე, რომელმაც მხარი დაუჭირა ინიციატივას.

წილი
წინა სტატიალაკრიმოსა
შემდეგი სტატიასაკურას ყვავილობა…
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.