„ბარსელონასა” და „სევილიას” შეხვედრაში რაც მოხდა გახსოვთ: მსაჯმა მატეუ ლაოსმა „ბლაუგრანას” ფორვარდი ოსმან დემბელე მოედნიდან გააძევა. მიზეზი: მოუზომელი სიტყვა.

„ბარსას” ლიდერმა ლეო მესიმ, როგორც კაპიტანმა, დემბელე დაიცვა. თურმე ნუ იტყვით და მას ლაოსისთვის ასე უთქვამს: „ძალიან ცუდი. შენ ხარ ძალიან ცუდი”.

ამ სიტყვების გაგონებაზე მსაჯმა არ იყოყმანა, ჯიბიდან წითელი ბარათი ამოიღო და 22 წლის ფრანგი მოედნიდან გააგდო.

„მან ესპანური არ იცის. არ იცის როგორ თქვას”, — მივარდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა მატეუ ლაოსს. მესის უნდოდა დემბელე ენის უცოდინარობით დაეხსნა, მაგრამ არბიტრმა კატეგორიულად უპასუხა:

„მან თქვა ძალიან ცუდი!”

ამრიგად, ოსმან დემბელე მინიმუმ ორ თამაშს გამოტოვებს. კატალონიური გუნდის შემდეგი ორი თამაში კი „ეიბართან” სტუმრობა და „რეალის” მასპინძლობაა.