ზუსტად ათი წლის წინათ, მისი უკალათბურთესობა, მაიკლ ჯორდანი, დიდების დარბაზში შეიყვანეს და მაშინ მან ლეგენდარული სიტყვა წარმოთქვა, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალურია და ამერიკაში ხშირად უკითხავენ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს.
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ის ყოველთვის იყო დიდების დარბაზში. მილიონების, შეიძლება მილიარდების კერპი, ჯორდანი – სიტყვა კალათბურთის სინონიმი, მისი სახე და ღმერთი. ვინც კი კალათბურთში მიდის, ყველას უნდა მას დაემსგავსოს.
იმ საღამოს მაიკლთან ერთად იყო მისი ოჯახი და უახლოესი კალათბურთის მეგობრები ჩიკაგოდან: სკოტი პიპენი, დენის როდმანი, ტონი კუკოჩი, სტივ კერი…
ასობით ადამიანი ერთად წამოდგა ფეხზე, როცა წამყვანმა გამოაცხადა: ბატონებო და ქალბატონებო – მაიკლ ჯორდანი!..
რკინის მაიკლმა ცრემლები ვერ შეიკავა. NBA-ს ექვსიდან ექვსი ფინალის მომგები, მთელი გამოსვლის განმავლობაში იწმენდდა თავალებს. გამოსვლა მართალაც ემოციური იყო.
კალათბურთის ლეგენდამ შემდეგ გაიხსენა, რომ მხოლოდ მადლობის თქმას და ტრიბუნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ ვერ შეძლო. ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებდა მადლობას და ის დარჩა.
მისი გამოსვლის ვიდეო ზუსტად 23 წუთსა და 23 წამს გრძელდება, რაც სიმბოლურია. ის ხომ ლეგენდარული 23 ნომერი იყო.

„ნუ თუ არსებობს ისეთი რამ ჩემს შესახებ, რომ არ იცოდეთ? ორი ძმა მყავს: ჯეიმსი და ლერი. ორივე მეტრი და სამოცდაათი არიან სიმაღლეში. როგორც ყველა უფროსი ძმა, ისინიც ყოველთვის მაძლებდნენ შევჯიბრებოდი რაღაცეებში. ლერი იმის მაგალითია, რომ არ შეიძლება წიგნზე მხოლოდ ყდით იმსჯელო. ყოველდღე მეჩხუბებოდა. ქუჩიდან დედას შემოვყავდით ხოლმე, რადგან ძალიან ბევრს ვჩხუბობდით.
უფროსი ძმა ჯეიმსი, 31 წელიწადს სამხედრო მოსამსახურე იყო. უმცროს დას, რომელიც ერთი წლით პატარა იყო ჩემზე, სახლში გაჩერება არ უნდიდა ხოლმე. ამიტომ ზედმეტ გაკვეთილებს იღებდა, რათა სკოლა ჩემთან ერთად დაემთავრებინა და ჩრდლოეთ კაროლინაში ჩაებარებინა. მან ჩემზე ადრე დაამთავრა. კიდევ მეკითხებით საიდან მაქვს შეჯიბრის წყურვილი? ეს ყველაფერი ოჯახიდანაა.
რა შეიძლება ვთქვა დედაზე? ის ყოველთვის რაღაცითაა დაკავებული. შეხედეთ დედაჩემს. კლდესავითაა. ახლაც კი ორ ადგილზე მუშაობს. საოცარი ქალია. სწორედ ის მაიძულებს ცხოვრების კარგი მომენტების არდავიწყებას: არასოდეს დავკარგო მოთმინება, გავუძლო პოპულარობის წნეხს, როგორ მოვიქცე და რა ვილაპარაკო – ყველაფერი რაც მაქვს, მშობლებისგანაა. ოკვე 46 წლის ვარ და დედა ისევ მასწავლის ჭკუას. ამიტომ მიყვარს ყველაზე მეტად.
მახსოვს, ერთხელ, 5 თუ 10 ქულას ვაგებდით. თამაში ჩემს თავზე ავიღე და 25 ქულა ჩავაგდე. ცხადია, ის მატჩი მოვიგეთ. გასახდელში მიმავალს, მწვრთნელმა მითხრა: იცი, რომ სიტყვაში „გუნდი“ ასო „მე“ არ არის. კარგი, ვუპასუხე, სამაგიეროდ ეს ასო სიტყვა „გამარჯვებაშია.“
კალათბურთის მოყვარულებმა იცოდნენ, რომ გამარჯებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი.
კალათბურთთან განსაკუთრბული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და წლების განმსავლობაში ის სულ უფრო ძლიერდებოდა. ამ თამაშმა მომცა საშუალება ჩემი სიყვარული მილიონობით ადამიანისთვის გამეზიარებინა. ვიმედოვნებ, კარგი მაგალითი ვუჩვენე იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიო დიდ წარმატებას დაუღალავი შრომით, ჟინითა და დადებითი განწყობით.
ახლა დიდების დარბაზში შემიყვანეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარიერა დავამთავრე. ეს მხოლოდ გაგრძელებაა იმისა, რაც მრავალი წლის წინ დაიწყო. შესაძლოა, ერთხელაც, 50 წლისა, ისევ მიხილოთ პარკეტზე. ნუ იცინით. არასოდეს თქვა, არასოდეს. იმიტიმ, რომ ლიმიტები, ისევე, როგორც შიშები მხოლოდ ილუზიაა. გმადლობთ.“