67-ე წუთზე, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა, საბურთალოელ ნიკა სანდოხაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში.

მატჩში, რომლის პირველ ნახევარში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ სჯობდა მეტოქეს და კოხრეიძის ეფექტური გოლით უგებდა კიდეც.

ნიკა სანდოხაძე მსაჯმა მოედნიდან ნაადრევად დაითხოვა ბადრი კეთილაძის ფოტო

მეორე ტაიმში სცენარი დიდად არ შეცვლილა, ეგ არის, მასპინძელი „დინამო“ უფრო გააქტიურდა და მეტოქე მეტად შეავიწროვა. 67-ე წუთი ვახსენეთ. სანდოხაძის გაძევებას და ამ მიზეზით  დანიშნულ ჯარიმას საპასუხო გოლი მოჰყვა. ნიკა ნინუამ უკვე შეგვაჩვია და ამჯერადაც კიდევ ერთი ულამაზესი საჯარიმო გაიტანა. ექვს წუთში კი მანვე პენალტი დაარტყა ზუსტად და დინამოელები წინ გაიყვანა.

ეს ყველაფერი 23-ე ტურის გადმოტანილ მატჩში ხდებოდა. რომლის შემდეგაც „დინამო“ ლიდერ „ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი ბალანსის გამო, პირველ ადგილზე დადგა.

აი, „საბურთალოს“ კი, ალბათ ძალიან გაუჭირდება ჩემპიონობის შენარჩუნება. ის ხომ უშუალო კონკურენტებს უკვე შვიდი ქულით ჩამორჩა.

6 ოქტომბერს, „დინამო“ ანგისას ბაზაზე „ბათუმს“ ესტუმრება. უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება, რომელიც დიდად განსაზღვრავს ჩემპიონობის ბედს. ბათუმელი გულშემატკივრების ხმაურიანი წარმოდგენების ამბავი კარგად მოგეხსენებათ და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თბილისელები რამხელა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცევიან.

და ბოლოს, 89-ე წუთზე, დინამოელთა შემადგენლობაში განელი კვამე კარიკარი ლევან მჭედლიძემ შეცვალა. ეს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დებიუტი გახლდათ ქართული გუნდის მაისურით. მანამდე, 29 წლის შემტევს, კარიერის განმავლობაში მხოლოდ იტალიურ კლუბებში: „პალერმოსა“ და „ემპოლიში“ ეთამაშა.

დინამო 2:1  საბურთალო

0:1 კოხრეიძე (42), 1:1, 2:1 ნინუა (69, 75 პენ)

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, კარიკარი (მჭედლიძე 90+1), დაფე (შულაია 87), პაპავა, ქიმაძე, იაშვილი, კაპლიენკო, ნინუა, შიშკა (ზარია 50)

მწვრთნელი: ფელის ვისენტე

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, სანდოხაძე, დიასამიძე, რეხვიაშვილი, ტერა (როლოვიჩი 77), ალთუნაშვილი, ტაბატაძე (ლაკვეხელიანი 58), კოხრეიძე (ჩაბრაძე 66), გაბედავა

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

გაფრთხილება: სანდოხაძე (21), მალი (31), კუპატაძე (86)

გაძევება: სანდოხაძე (67)

სატურნირო მდგომარეობა
გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

5 ოქტომბერი: სიონი – დილა, ლოკომოტივი – ტორპედო

6 ოქტომბერი: ჩიხურა – ვიტ ჯორჯია, რუსთავი – საბურთალო, ბათუმი – დინამო

მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 17, ფლამარიონი (ბათუმი), – 15, ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი უნგრეთი) – 13, ლევან შენგელია (დინამო/ქონიასფორი თურქეთი) – 12