

მაშ ასე, ბოლო, ეროვნული ლიგის მეოთხე წრეც დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც კიდევ უფრო დაიძაბა. თბილისის „დინამომ“ მოულოდნელად გასავარდნ ზონაში მყოფ „სიონთან“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. არადა, თითქოს თბილისელთათვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ნახევარი საათის თავზე, გიორგი კუხიანიძემ თავურით ანგარიში გახსნა. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ სიზუსტე არ ეყოთ.
ბოლო წუთები კი ფელის ვისენტეს შეგირდებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 91-ე წუთზე მსაჯმა შელაპარაკებისთვის ნოდარ ქავთარაძე გააძევა. 92-ზე კი ლევან ხმალაძემ გაათანაბრა. „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა…
ამასობაში, ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და უშუალო კონკურენტს სამი ქულით გაუსწრო. ოღონდ დინამოელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ.
ბათუმელები თავიდან აგებდნენ, მაგრამ ორ წუთში გაათანაბრეს. ტაიმის ბოლოს კი ბრაზილიელმა ფლამარიონმა, მოწინააღდეგეს ხელით თამაშის მიზეზით დანიშნული პენალტი გაიტანა. მართალია, ისეთი ზეგოლი არ გამოვიდა, როგორც წინა ტურში, მაგრამ უმნიშვნელოვანესი კი იყო.
ჩემპიონობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, „საბურთალომ,“ „ლოკომოტივი“ არ დაინდო და 4 უპასუხო გოლი გაუტანა. გიორგი კოხრეიძემ დუბლი მიითვალა. ეს 33-ე დუბლი გახლდათ სეზონში.
ტურის გვიან მატჩში კი „დილამ“ „ჩიხურას“ 2:1 მოუგო და პლეი აუტის ზონიდან გამოვიდა. ეს ნემსაძის ხელმძღვანელობით გორელთა ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.
აი, ჩიხურას საქმეები კი ცუდად მიდის. ზემოიმერლებმა ბოლო ოთხი მატჩიდან მესამე წააგეს და აუტსაიდერებში აღმოჩნდნენ. არადა, სეზონის წინ მათ ევროსაგზურის ერთ-ერთ პრეტენდენტად მიიჩნევდნენ…
ახლა კი, საინტერესო კვირეული დადგება, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს საჩემპიონო ბრძოლის შედეგს. „დინამო“ ჯერ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, ოთხ დღეში კი „ბათუმს“ ეწვევა. ეს ისეთი მატჩებია, ექვსქულიანს რომ უწოდებენ.
საბურთალო 4:0 ლოკომოტივი
1:0 კოხრეიძე (16), 2:0 ტაბატაძე 19), 3:0 კოხრეიძე (47), 4:0 გი (63)
დინამო 1:1 სიონი
1:0 კუხიანიძე (32), 1:1 ხმალაძე (90+2)
გაძევება: ქავთარაძე (დინამო, 90+1)
ტორპედო 1:2 ბათუმი
1:0 ციცქიშვილი (13), 1:1 მანჯგალაძე (15), 1:2 ფლამარიონი (41)
ვიტ ჯორჯია 0:0 რუსთავი
დილა 2:1 ჩიხურა
1:0 გოშთელიანი (11), 1:1 დეკანოიძე (36), 2:1 ჰამზიჩი (90+3, საკ. კარში)
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
2 ოქტომბერი: დინამო – საბურთალო (გადმოტანილი მატჩი)
5 ოქტომბერი: სიონი – დილა, ლოკომოტივი – ტორპედო
6 ოქტომბერი: ჩიხურა – ვიტ ჯორჯია, რუსთავი – საბურთალო, ბათუმი – დინამო
მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 17, ფლამარიონი (ბათუმი), – 15, ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი უნგრეთი) – 13, ლევან შენგელია (დინამო/ქონიასფორი თურქეთი) – 12