ზდრავკო ლუგარუშიჩი

გასაგებია: ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი აღიარა, მაგრამ კითხვის ნიშნები იმავე დღეს გაჩნდა.

ნიკარაგუას ნაკრების კაპიტანი ხუან ბარერა ამტკიცებს, რომ მას საერთოდ არ მიუღია ელექტრონული ფოსტით საარჩევნო ბიულეტენი და მით უმეტეს, ლეო მესი არ აურჩევია.

მეორე, ვინც გააპროტესტა, სუდანელთა ნაკრების მწვრთნელი ზდრავკო ლუგარუშიჩია. ადამიანი ამტკიცებს, ლეო სამეულშიც არ შემიყვანია და ჩემს ანკეტას გადასწორების კვალი აშკარად ეტყობაო.

მესამე მოპროტესტე ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციაა, რომელსაც მთავარი მწვრთნელის და ნაკრების კაპიტნის ხმები გაუუქმეს – პასუხები დაგიგვიანდათო. ეგვიპტელები ამტკიცებენ, დედლაინამდე მოვასწარით პასუხების გაგზავნა და მოჰამედ სალაჰს ორი პირველი ადგილი უსამართლოდ წაართვესო…

რა ხდება ფიფაში? ვინ ლობირებს მესის? ჯერ სკანდალი არ დაწყებულა. ეს მხოლოდ უვერტიურაა.