ახლახანს, რუსეთის თასის 1/16 ფინალში, „ზენიტი“ სტუმრად „ენისეის“ დაუპირისპირდა. წყვილის ფავორიტი, რა თქმა უნდა, სანქტ-პეტერბურგული გუნდი იყო და მათაც 2:1 იმარჯვეს. ბუნერბივია, კრასნოიარსკელ ქომაგებს საყვარელი გუნდის ტურნირიდან გამოთიშვა ეწყინებოდათ, მაგრამ ალბათ განსკუთრებით გულდაწყვეტილი ერთი გულემატკივარი – კონსტანტინ ეფრამეევი იქნებოდა. დაბალ ლიგაში მოთამაშე „ენისეის“ „ზენიტთან“ გამარჯვების შემთხვევაში დიდად ხომ გაიხარებდა და შემდეგ უცნობ ლამაზმანთან ვნებიან ღამესაც გაატარებდა.
დიახ, სწორედ ასე იქნებოდა თუ ქალბატონი ნატალია ტრაფიმოვა თავის სიტყვას არ გადათქვამდა. მატჩამდე ზემოთ ნახსენებმა ქომაგმა სოციალურ ქსელში დაწერა „ენისეის“ წარმატების მწამს და ნახავთ ასეც თუ არ მოხდებაო. „ზენიტს რუსეთის თასი დიდად არ ანაღვლებს. შესაძლოა სულაც მეორე შემადგენლობით ითამაშონ. მათ აქცენტი ჩემპიონატზე და ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ გადატანილი. თუ ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და მეტოქეს თავისი თამაშით გააბრუებს, მაშინ აუცლებლად მოვიგებთ,“ – აღნიშნა მან. „კონსტანტინ, თუ ენისეი მოიგებს, გპირდებით, რომ თქვენს საწოლში ერთ ღამეს გავატარებ,“ – არ დააყოვნა პასუხმაც.
მოგვიანებით, „ენისეის“ პრესსამსახურმა ბიჭს სოციალურ ქსელში ბოდიშიც კი მოუხადა. „გვაპატიე მეგობარო, ჩვენ მართლა ვეცადეთ,“ – მიმართა გუნდმა ქომაგს.
ისე, მასპინძლები საკმაო ხნის მანძილზე მეტოქეს 1:0 უგებდნენ, მაგრამ „ზენიტმა“ მაინც იმძლავრა. რუსეთის თასზე, ნევისპირელთა მომდევნო მეტოქე „ტომი“ იქნება.