არსენ ვენგერმა „მანჩესტერ იუნაიტედს” საოცნებო სამსახური უწოდა. მეტიც, ორი ათწლეულის განმავლობაში „იუნაიტედის” დიდმა მოქიშპემ თქვა, რომ ოთხი ახალი ფეხბურთელის შეძენა ამ გუნდს მსოფლიო გრანდებში დააბრუნებს.
ინგლისური გაზეთი „მირორი” წერს, რომ „არსენალის” ლეგენდარული თავკაცისგან „იუნაიტედზე” ასე ლაპარაკი მოულოდნელი და გასაკვირი იყო. მეტიც, beIN Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანგი თურმე გატაცებით და აღფრთოვანებით ლაპარაკობდა. მაა უთქვამს, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი, რომელიც ბოლო დროს ცუდად თამაშობს და კრიტიკის ობიექტია, სინამდვილეში დიდ წარმატებებთან საკმაოდ ახლოსაა.
„ნებისმიერი მწვრთნელისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი” საოცნებო სამსახურია. ყოველ შემთხვევაში, იმ მწვრთნელებისთვის ვისაც გული ერჩის, ნამდვილად ასეა. დიახ, დღეს ის სრულყოფილი არ არის და ჩემი აზრით ოთხი მოთამაშე აკლია, მაგრამ ამ ფეხბურთელებზე დაყრდნობით ნამდვილად შეიძლება ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც დიდ გამოწვევებს შეეჭიდება. „იუნაიტედი” წარმატებისგან არც ისე შორსაა, როგორც ხალხს ჰგონია.
ჯერჯერობით კი ვუყურებ და ვხედავ, რომ გუნდს თამაშის, პრესინგის შაბლონი არ აქვს.
როგორც უკვე ვთქვი, „მანჩესტერ იუნაიტედი” მწვრთნელებისთვის ოცნების გუნდია. მე კი გულიც მერჩის და იდეებიც მაქვს”, — თქვა არსენ ვენგერმა.