ყაზახურ ნურსულთანში გამართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი უდავოდ თავისუფალ სტილში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი გახდა.
ქართველი ფალავანი ზედიზედ მესამედ გაჩემპიონდა, მაგრამ მთავარი ფინალური ბრძოლა იყო. გენო ოქროსთვის ბრძოლაში თურქ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აკგიულს შეხვდა და 0:4 რომ ჩამორჩა, ცოტა შეგვაფიქრიანა.
პეტრიაშვილმა დროის ამოწურვამდე 9 წამით ადრე მეტოქე პარტერში გადაიყვანა, შეხვედრა 6:6 დაასრულა და რადგან ბოლო ქულები მისი იყო, საჩემპიონოდ ქართული ჰიმნიც ააჟღერებინა.
.