გაისად, ტოკიო 2020-ზე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს დაარსებიდან 124 წელი შეუსრულდება. ამ უდიდესი ისტორიის მანძილზე, მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როდესაც ფეხბურთი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში არ ყოფილა. 1896  წელს, ათენში, პირველ და 1932 წელს, ლოს-ანჟელესში, რიგით მეცხრე ზაფხულის ოლიმპიადაზე.

ფეხბურთში, ოთხწლეულის ყველაზე გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე ოქროს მედლები ყველაზე მეტჯერ – 3-3ჯერ დიდი ბრიტანეთის და უნგრეთის ნაკრებებს აქვთ მოპოვებული, ხოლო სპორტის ნომერ პირველ სახეობაში ისეთი ძლიერი და დიდი ტრაციდიების მქონე გუნდი, როგორიც გერმანიაა, ოლიმპიური ჩემპიონი  მხოლო ერთხელ, 1976 წელს მონრეალში გახდა. მეტი სამართლიანობისთვის ისიც დავძინოთ, რომ გერმანელებს ბრინჯაოს მედლები სხვადასხვა დროს 3-ჯერ მოუპოვებიათ და 2016 წელს, რიოში, მეორედ გაჩემპიონებამდე სულ ცოტა დააკლდათ – მასპინძელ ბრაზილიელებთან ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდნენ. სხვათა შორის, სწორედ 2016-ში, ბრაზილია პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი

გერმანიის ნაკრებზე ყურადღების გამახვილება იმად დაგვჭირდა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გერმანელებს შესაძლოა ლუკაშ პოდოლსკი დაეხმაროს. ყოველშემთხვევაში, თავად ვეტერან ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად იაპონურ „ვისელ კობეში“ თამაშობს ამის დიდი სურვილი აქვს და მზად არის ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდეს.

„ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ქვეყნის წარდგენა ყველა სპორტსმენისთვის განსაკუთრებული ემოციაა. რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყოდი თუ ამის შესაძლებლობა მომეცემოდა. თუ ჩემს მიმართ ინტერესს გამოთქვამენ და მზაობა იქნება ტოკიოს ოლიმპიადაზე გერმანიის გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარო, მზად ვარ შესაბამის პირებს დაველაპარაკო და არა მგონია ვერ მოვრიგდეთ“ – ამბობს 34 წლის პოდოლსკი.

ლუკაშ პოდოლსკი გერმანიის ნაკრებიდან 2017 წელს წავიდა, მანამდე კი, 2014 წელს, ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. პოდოლსკიმ, გერმანიის ნაკრების მაისურა 130-ჯერ მოირგო და 49 გოლი გაიტანა.

წილი
წინა სტატიაზეგოლისა და ავტოგოლის ამბავი
შემდეგი სტატიალომთა ძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.