ყაზახურ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე „კლასიკოსებს“ არ ჩამორჩნენ „თავისუფლები“ და საქართველოს ჰიმნი მეორედ ააჟღერეს.

61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ლომთაძემ ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ფინალში უპრინციპულეს მეტოქეს, რუს იდრისოვსაც 4:1 მოუგო.

ერთადერთი რამ გვაფიქრებდა: თითქოს ფინალების კომპლექსი აწუხებსო, – აქამდე ბექას მსოფლიოს ერთი და ევროპის ორი ჩემპიონატის ფინალი ჰქონდა წაგებული. კომპლექსი დაძლეულია, ბექა ლომთაძე საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლით ბრუნდება, ერთი წლის შემდეგ კი იაპონურ ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე ფავორიტის რანგში ჩავა.

 

 

წილი
წინა სტატიაპოდოლსკის მზიანი მიზანი
შემდეგი სტატიასაქართველოსთვის მსოფლიო ტოიოტაში იწყება
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".