ევროპამ თავის რჩეული უკვე დაასახელა – „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი. ორშაბათს, 23 სექტემბერს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მილანის ლა სკალას თეტრში დაგეგმილ გალა წარმოდგენისას ფიფა გამოაცხადებს. საღამოს დიდი ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი და ტელეწამყვანი ილარია დამიკო გაუძღვებიან.
ტრადიციულად, ფიფა საუკეთესოებს ამ ნომინაციებში გამოავლენს:
საკუთესო ფეხბურთელი ქალი
საუკეთესო ფეხბურთელი კაცი
საუკეთესო მწვრთნელი ქალი
საუკეთესო მწვრთნელი კაცი
საუკეთესო მეკარე
საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი
ფეარ პლეის ჯილდო
საუკეთესო ქომაგი
ფიფა პრო 11-ის გამარჯვებული
ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შორის საუკეთესო ეროვნული გუნდების კაპიტნების, მწვრთნელების, ქომაგებისა და მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდება. დანარჩენი ფიფას სპეციალური კომისიის საქმეა.
ისევე როგორც უეფას, საქართველოში ფიფას მედია პარტნიორიც რა ხანია „სარბიელი“ გახლავთ. წლევანდელ გამოკითხვაში ჩვენი ხმები ასე განაწილდა: