ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგულ მეცში ATP-250 კატეგორიის ტურნირზე გამოსვლა იმაზე ადრე დაასრულა, ვიდრე გვეიმედებოდა. მასპინძელ ჟო ვილფრიდ ცონგასთან მერვედფინალი თითქოს ნირმალურად დაიწყო, მაგრამ მესამე სეტში ნიკას ტრავმამ თამაში არ დაანება და 5:7, 6:3, 1:4 -ზე მატჩი შეაჩერა.
ნიკა გარკვეულ სარეიტინგო ქულებს კი დაკარგავს, მაგრამ ეს მიზერია და მის რეიტინგზე ნაკლებად აისახება. სულ სხვა საქმეა პეკინის ATP-500 კატეგორიის ტურნირი, რომელიც ჩინეთის ღია პირველობად იწოდება და ნიკა მოქმედი ჩემპიონია. ტრავმამ თუ არ დაანება თამაში, ნიკა ერთბაშად 500 ქულას დაკარგავს და სარეიტინგო რეგრესიც თვალში საცემი იქნება.
უკეთესის იმედი დავიტოვოთ. ნიკა რომ მებრძოლი სულისაა, უკვე ვიცით.