ისე მოხდა, ლევან გორგაძემ სექტემბრის ბაშოზე მარცხის უფლება აღარ დაიტოვა. პარასკევს დილით ქართველი ოძეკი დოჰიოზე 5:7 ბალანსით გავიდა და ტიტულის შენარჩუნების შანსს მხოლოდ მოგება უტოვებდა.

ქართველმა ფალავანმა საყვარელი მარცხენა ჩავლებით (ხიდარი-უვატეტე) მეხუთე მაეგაშირა რიუდენი უპრობლემოდ გადადგა ბზით შემოფარგლული თიხის წრიდან.

შაბათს ლევანის მეტოქე მიოგირიუ იქნება. აქამდე გამართულ 21 ჯახში ლევანი 12:9 კი იგებს, მაგრამ ვგონებთ, ტოჩისთვის ხვალინდელი ყველა წარსულზე მნიშვნელოვანია.