ფერნანდო რიკსენი 36 წლის იყო, როცა ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი დიაგნოზი დაუსვეს. გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის დროს როგორც ზედა, ისე ქვედა ნეირონები კვდება და იწყება კუნთების ატროფია.

ფერნანდო საწოლს მიეჯაჭვა და ლაპარაკის უნარიც წაერთვა. მთელი ეს წლები ახლობლებთან კონტაქტი სპეციალური კომპიუტერით ჰქონდა, დაახლოებით ასეთით სარგებლობდა მეცნიერ-ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი.

ფერნანდო რიკსენი ფეხბურთის ქომაგს გლაზგოს „რეინჯერსის“ და ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობიდან უნდა ახსოვდეს. მერე ცოტა ხანი პეტერბურგის „ზენიტში“ იბურთავა და კარიერა ჰოლანდიაში დაასრულა.

როცა ჟურნალისტებმა ევთანაზიაზე (სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინება)ჰკითხეს, ღიად უპასუხა: მესმის ადამიანების, ვინც ამ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე და არსად წასცლას არ ვაპირებ”.

გუშინ გარდაიცვალა…