რობ ჰოული, უელსის მორაგბეთა ნაკრების მთავრი მწვრთნელის თანაშემწე, ეროვნული გუნდიდან მოკვეთეს. დასჯის მიზეზი ტოტალიზატორში უკანონო ფსონების დადება გახდა. რობ ჰოული იქამდე  მთელი 11 წლის განმავლობაში უელსელთა მთავარი მწვრთნელის, უორენ გეთლენდის მარჯვენა ხელად ითვლებოდა.

მსოფლიო თასზე უელსი პირველ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ, 23 სექტემბერს გამართავს.

D ჯგუფში უელსის და საქართველოს მეტოქეები ავსტრალია, ფიჯი და ურუგვაი აირიან.

მსოფლიო თასის გათამაშება, რომელსაც იაპონია მასპინძლობს, 20 სექტემბერს დაიწყება, ფინალი კი 2 ნოემბერს გაიმართება.

წილი
წინა სტატიაფედერერის პაგანინი
შემდეგი სტატიამესამე რაულის და რუნის შემდეგ
გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.